კახა კალაძე საქართველოს მოსახლეობას შობას ულოცავს
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ყველა ქრისტიანს მთელს მსოფლიოში, ვინც დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ჩვენთვის ეს დღე არის, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულის, კაცთმოყვარეობის და სიკეთის დღესასწაული. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქრისტეს სწავლებით, ქრისტეს გზით სიარული არის გზა ერთმანეთის გულებისკენ, არის გზა ჭეშმარიტებისკენ! ურთიერთპატივისცემა, შრომისმოყვარეობა, და რაც მთავარია, ერთობა – ამაშია იესო ქრისტეს სწავლება, ამაშია ჩვენი მიწიერი დანიშნულება და ყოველდღიურად უნდა გვასხოვდეს ეს. გილოცავთ ყველას! ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას – აღორძინებას, მშვიდობას და სიკეთეს!“ – ნათქვამია მიმართვის ტექსტში.