მდინარე ჩხარაზე მშენებარე ხიდზე მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კმ-ზე, მდინარე ჩხარას მიერ დაზიანებული საგზაო მონაკვეთზე, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება.
მანამდე კი ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. დაზიანებული მონაკვეთი დროებითი გზის ფუნქციას ასრულებს, რომლის მოწყობა იქვე ახალი ხიდის მშენებლობის გამო გახდა აუცილებელი. ხ
იდის მშენებლობა დასრულების სტადიაშია და მასზე მოძრაობა 10 დღეში გახდება შესაძლებელი. შესაბამისად, მშენებლობის საბოლოოდ დასრულებამდე, სტიქიის განმეორების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის ნაკადები, ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის შემოვლითი გზის ნაცვლად, ახალ ხიდზე გადაირთვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები