ვარკეთილისა და ვაზისუბნის მოსახლეობას წყალმომარაგება დროებით შეეზღუდებათ
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონში ღამის საათებში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. როგორც “კვირას” კომპანიიდან აცნობეს, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს წყალსადენის 900 მმ-იან მაგისტრალზე, რომელიც, დღეს საღამოს, ავარიულად დაზიანდა.
სამუშაოების ჩატარების მიზნით, წყალმომარაგება შეუწყდება: ვაზისუბნის IV მ/რაიონის II და III კვარტლებს, ვაზისუბნის დასახლებას, შანდორ პეტეფის ქუჩას, წულუკიძის მე-3 და მე-4 შესახვევებს, მეტრომშენის დასახლების ნაწილს, ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მ/რაიონს. გადაუდებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას კომპანია მომხმარებელებს დამატებით მიაწვდის.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.