მაკა ბოჭორიშვილი: ტრამპს სიმართლისთვის ბრძოლაში წარმატებას ვუსურვებ

,,დონალდ ტრამპს სიმართლისთვის ბრძოლაში წარმატებას ვუსურვებ”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალების მხრიდან სიცრუის ტირაჟირება შემაშფოთებელია.

„შემაშფოთებელია, როდესაც მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალების მხრიდან ტენდენციად იქცა სიცრუის გავრცელება, საზოგადოებისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ პრობლემას აწყდება არა მხოლოდ საქართველო, როგორც ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს, რამხელა პრობლემის წინაშე დგას, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოება, როდესაც ვსაუბრობთ მედიაზე, მედიის მიერ ინფორმაციის მიწოდებაზე და, ზოგადად, სიმართლის მიწოდებაზე საზოგადოებისთვის. მე მას ვუსურვებ წარმატებებს სიმართლისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, Fox News-ის ინფორმაციით, ტრამპმა BBC-ს წინააღმდეგ 10-მილიარდიანი სარჩელი შეიტანა, რომელიც 6 იანვრის შესახებ დოკუმენტურ ფილმში მისი სიტყვების მონტაჟს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები