მიხეილ აფციაური „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური ა(ა)ი „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ცენტრის დირექტორმა, ფიქრია მეშველიანმა ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, სოფელ წინწყაროსა და სოფელ სამღერეთის საბავშვო ბაღების ავტორიზაციის მინიჭების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
„როგორც ფიქრია მეშველიანმა აღნიშნა, ქვემო ქართლში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი არის პირველი, რომელსაც აქვს ორი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ავტორიზაცია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ლევან ხმალაძე, რამაზ გულბანი, ლია ზურებიანი, ვალერიან სუხიტაშვილი და ანზორ ღორჯომელაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.