„ჩვენ სამართლიანობას ვუჭერთ მხარს და ვპოზიციონირებთ, როგორც დამოუკიდებელი, ევროპული სტანდარტების მქონე სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ომი უნდა დამთავრდეს” – ვოლსკი
“როდესაც ვსაუბრობთ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები შესაძლოა, მოგვარდეს, თუკი საქართველო მხარს დაუჭერს კიევის პოლიტიკურ პოზიციას საერთაშორისო ფორუმებზე, მხარს დაუჭერს რეზოლუციებს, ეს არის იმედი, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს და მოკლულია 2022 წლის თებერვლიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ჩვენ სამართლიანობას ვუჭერთ მხარს და ვპოზიციონირებთ, როგორც დამოუკიდებელი, ევროპული სტანდარტების მქონე სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ომი უნდა დამთავრდეს და სამართლიანი გადაწყვეტილებებია მისაღები“, – აღნიშნა ვოლსკიმ.