დავით მათიკაშვილი: კაუჩუკით მარაგდება თურმე რუსული სამხედრო მანქანა იმისთვის, რომ ომის პროცესი გააგრძელოს უკრაინაში და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირში არ უნდათ ბალტიისპირეთის ამ კონკრეტული მოცემულობის დანახვა
„აღმოჩნდა, რომ კაუჩუკით მარაგდება თურმე რუსული სამხედრო მანქანა იმისთვის, რომ ომის პროცესი გააგრძელოს უკრაინაში და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირში არ უნდათ ბალტიისპირეთის ამ კონკრეტული მოცემულობის დანახვა,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ, ქართველს ხალხს ბრალს გვდებენ იმაში, რომ საქართველოს ტერიტორია თითქოს სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, თვითონ აღმოჩნდებიან ხან კონკრეტული საწვავის მომარაგების წყარო რუსული სამხედრო მანქანისთვის. აღმოჩნდა, რომ კაუჩუკით მარაგდება თურმე რუსული სამხედრო მანქანა იმისთვის, რომ ომის პროცესი გააგრძელოს უკრაინაში და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირში არ უნდათ ბალტიისპირეთის ამ კონკრეტული მოცემულობის დანახვა და თითიდან გამოწოვილი მიზეზებით საქართველოს სთხოვენ პრაქტიკულად იმას, რისი ვალდებულებაც საქართველოს რეალურად არ გააჩნია“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ევროკავშირმა ლატვიის გავლით რუსეთს ორიათასამდე ტონა ნატურალური კაუჩუკი მიაწოდა. ლატვიური მედიის ცნობით, კაუჩუკს, სხვა დანიშნულებასთან ერთად, სამხედრო თვითმფრინავების საწარმოებლადაც იყენებდნენ.