სკოტ ბესენტი: აშშ-ის სანქციებმა მადურო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მთავრობა რთულ მდგომარეობაშია.

„ვენესუელის ნავთობი მრავალი წლის განმავლობაში სანქციების ქვეშ იყო, მაგრამ ახლა პრეზიდენტმა ტრამპმა ინიციატივა გამოიჩინა… სანქცირებული ვენესუელის ნავთობის გადამტანი გემები შემოწმდა და სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში ვახორციელებთ მის ჩამორთმევას. და მე მჯერა, რომ მადუროს რეჟიმი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია“, – განუცხადა ბესენტმა Fox Business-ს.

10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას სანაპიროსთან დიდი ნავთობტანკერის დაკავების შესახებ განაცხადა. როგორც მოგვიანებით აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განმარტა, აშშ-ის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ჩამორთმეული ტანკერი ლათინური ამერიკის ქვეყნიდან, ასევე ირანიდან ნავთობის გადაზიდვას ეწეოდა. ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან გილმა აშშ-ის ხელისუფლება მეკობრეობაში დაადანაშაულა, ინციდენტს „ვანდალისტური და უკანონო აგრესიის აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანოებისთვის მიმართვას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები