საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.
კალასმა განცხადება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – აცხადებს კალასი.
კალასის განცხადების საპასუხოდ შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს – „ანუ, ევროკავშირის წევრობა თუ გინდა, ხმა ვეღარ უნდა ამოიღო? სწორედ ამას უწოდებს თეთრი სახლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის „ესტონიზაციას“.