1 იანვრიდან მართვის მოწმობაზე ე. წ. 100-ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა

„2016 წლის 1 იანვრიდან მართვის მოწმობაზე მინიჭებული შეფასების ე. წ. 100-ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა“, – აღნიშნული განმარტება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა პერტაიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააკეთა.
როგორც პერტაია განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის გახილვის საგანია და ჯერ მხოლოდ კანონპროექტის სახით არის წარმოდგენილი.
„ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ მართვის მოწმობებთან მიმართებაში მსგავსი რეგულაცია ფუნქციონირებდეს, არ არსებობს.
იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანონის ძალას მიიღებს, დაიწყება ფართომასშტაბიანი საინფორმაციაო კამპანია და, შესაბამისად, ამის თაობაზე თითოეული მძღოლი ინფორმირებული იქნება“, – წერს პერტაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები