ზაზა დობორჯგინიძე: პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში – მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა

საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში, არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, როცა საქართველოს პრემიერი ესწრება იმავე ღონისძიებას, რასაც პუტინი მომავალშიც ბევრჯერ მოგვიწევს ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში წერს.

დობორჯგინიძის განცხადებით, ერთადერთი რამ, რაც ასეთ შეხვედრებზე შეუძლია საქართველოს ხელისუფლებამ მოიმოქმედოს არის ოკუპაციის თემაზე საუბარი მსგავს ფორმატში, რაც ირაკლი კობახიძე უკვე გააკეთა.

„პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, პუტინის არსებობის უარყოფით პუტინი არ გაქრება. ყველა ღონისძიებას ესწრება პუტინი რაც აზიაში იმართება (დასავლეთში მის რეინტეგრაციასაც მოვესწრებით მალე). საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში, არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, როცა საქართველოს პრემიერი ესწრება იმავე ღონისძიებას, რასაც პუტინი მომავალშიც ბევრჯერ მოგვიწევს ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ერთადერთი რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს არის ოკუპაციის ხსენება მსგავს ფორმატებში, რაც გააკეთა კობახიძემ. მორიგი ორდღიანი უაზრო ისტერიკა.“- წერს ზაზა დობორჯგინიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები