მარნეულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლემ მოსწავლე დანით თავსა და კისრის არეში დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, დაჭრას წინ მოსწავლეებს შორის ჩხუბი უძღოდა.
არსებული ინფორმაციით, მოსწავლე, რომელსაც თავსა და კისრის არეში დაზიანება აღენიშნებოდა, კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.