მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ვოკალური საღამო გაიმართება

ტრადიციულად, მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში გაიმართება ვოკალური საღამო, სადაც მსმენელის წინაშე წარდგება მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, მასთან ერთად სცენაზე გამოვა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, რომელსაც მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უხელმძღვანელებს.
შესრულდება საოპერო მუსიკა, ცნობილი არიები სხვადასხვა ოპერიდან და სარსუელა – ჟანრი, რომელიც ქეთევან ქემოკლიძისთვის ძალიან ორგანულია.
ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები