დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დიზაინერი საპატრულო პოლიციამ დააკავა.