წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში წყალდიდობა კვლავ საფრთხეს წარმოადგენს – ვაშინგტონმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა კვლავ საფრთხეს წარმოადგენს,- ამის შესახებ “გარდიანი” წერს.
ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც საშუალებას აძლევს შტატს, სწრაფად გამოიყენოს დამატებითი რესურსები და ფედერალური დახმარება.
მდინარეების წყლის დონის მკვეთრმა მატებამ უკვე დატბორა გზები, დააზიანა ინფრასტრუქტურა და გამოიწვია მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია.
სპეციალისტების თქმით, წყალდიდობა გამოწვეულია ატმოსფერული მდინარით, რომელმაც რეგიონში რამდენიმე დღიანი ძლიერი ნალექი მოიყვანა. მათივე თქმით, მდგომარეობა შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს.
მაშველებს დახმარებას უწევს ეროვნული გვარდია, ხოლო კალიფორნიამ რეგიონში დამატებითი სამაშველო ჯგუფები გაგზავნა.