ტრამპის ინიციატივით აშშ ახალ სავიზო სისტემას ნერგავს, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ქვეყანაში საცხოვრებელი უფლება 1 მილიონი დოლარის სანაცვლოდ მიიღონ
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ქვეყანაში საცხოვრებელი უფლება 1 მილიონი დოლარის სანაცვლოდ მიიღონ.
ინიციატივა, სახელწოდებით „ოქროს ბარათი“, აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის მიერ მოეწყო.
აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, პროგრამა მიზნად ისახავს უცხოური კაპიტალისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მოზიდვას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას დააბალანსებს.
“ფაქტობრივად, ეს მწვანე ბარათია, მაგრამ ბევრად უკეთესია. ბევრად უფრო ძლიერია”,- განაცხადა ტრამპმა.
პროგრამის ფარგლებში, განაცხადის შემომტანმა პირებმა უნდა გადაიხადონ 15 000 დოლარი დოკუმენტების დაჩქარებული განხილვისთვის, ხოლო უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ — 1 მილიონი დოლარის კონტრიბუცია, რაც მათ აშშ-ში ცხოვრების და მუშაობის უფლებას ანიჭებს.
ინიციატივაში გათვალისწინებულია კორპორაციული პაკეტიც, რომლის მიხედვითაც კომპანიებს შეუძლიათ უცხოელი თანამშრომლებისთვის ბინადრობის უფლება 2 მილიონი დოლარის გადახდის საფუძველზე მიიღონ.
გავრცელებული ცნობით, წინასწარი რეგისტრაციის ეტაპზე, დაახლოებით, 10 000 ადამიანი დარეგისტრირდა.