ალექსანდრე დარახველიძე: იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარვუდგინე შეთანხმების პროექტი, რაც ჩვენს სანაპირო დაცვას საშუალებას მისცემს, თურქეთთან ერთად ნატო-ს ფარგლებში წვრთნა გაიმართოს

„პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შეთანხმების პროექტი წარვუდგინე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის მხარეს შორის შეთანხმების გაფორმებას ნატო-ს ეგიდით, რაც ჩვენს სანაპირო დაცვას საშუალებას მისცემს, თურქულ მხარესთან ერთად ნატო-ს ფარგლებში შესაბამისი წვრთნა გაიმართოს”,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველია, ვისაც საშუალება მიეცა, ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ერთად მსგავსი სწავლება განეხორციელებინა.

,,საქართველოს მსგავსი შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს საბერძნეთთან. ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველია, ვისაც საშუალება მიეცა, ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ერთად მსგავსი სწავლება განეხორციელებინა. ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი სანაპირო დაცვისთვის, რომელიც თავსებადია ნატო-ს შესაბამისს სტანდარტებთან“, – განაცხადა დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები