გია აბაშიძე პრემიერის თურქმენეთში ვიზიტზე: ოფიციალური თბილისის სწორი და მოზომილი ამ პოლიტიკის ქვაკუთხედია – პარტნიორობა ყველასთან გარდა რუსეთისა, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია ე.წ. წითელი ხაზების შენარჩუნებით, მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. მაღალი დონის შეკრება ფოკუსირებულია მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გლობალურ დიალოგზე – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, როდესაც პრეტენზიულ ვითომ მცოდნეს მშობლიურის არაფერი ესმის, ის ვერასდროს გაერკვევა ვერც მიმდინარე გეოპოლიტიკურ ტექტონიკურ ცვლილებებში და ვერც საქართველოს მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაში.
“მკვეხარა, უსამშობლო “ნაცქოთნები” ყალბ კონვულსიებში არიან, თითქოს აშხაბადში, კობახიძისა და პუტინის ჯგუფური ფოტო რუსული ოკუპაციის აღიარებაა; იქნებ ტრამპზეც აეტეხათ ეს ყიყინი, როცა მის ვიზუალს “ეთაყვანებიან”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. მას ესწრებიან: მასპინძელი თურქმენეთის, ასევე თურქეთის, რუსეთის, ირანის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის პრეზიდენტები; აზერბაიჯანის, პაკისტანის პრემიერები; სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენელი; სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური პირები.
მაღალი დონის შეკრება ფოკუსირებულია მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გლობალურ დიალოგზე.
როდესაც პრეტენზიულ ვითომ მცოდნეს მშობლიურის არაფერი ესმის, ის ვერადროს გაერკვევა ვერც მიმდინარე გეოპოლიტიკურ ტექტონიკურ ცვლილებებში და ვერც საქართველოს მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაში. ოფიციალური თბილისის სწორი და მოზომილი ამ პოლიტიკის ქვაკუთხედია – პარტნიორობა ყველასთან გარდა რუსეთისა, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია ე.წ. წითელი ხაზების შენარჩუნებით, მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის.” – წერს აბაშიძე.