მარტვილის მერმა მსოფლიო ჩემპიონს უმასპინძლა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ნაჭყებიამ მარტვილელ მსოფლიო ჩემპიონს, ზურიკო ჯოჯუას მიღწეული წარმატება მიულოცა და სპორტსმენს მარტვილის მერიაში უმასპინძლა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,ზურიკო ჯოჯუა The Cage MMA-ს ვერსიით 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სპორტსენმა გამარჯვება გერმანიაში, ორგანიზაცია Cage MMA-ს ეგიდით გაიმართულ შეჯიბრში მოიპოვა. ზურიკო ჯოჯუამ ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი მურილიო დე სილვა დაამარცხა და ჩემპიონის ქამარს დაეუფლა”,- წერია ინფორმაციაში.
