დედამიწის მოსახლეობამ 7,3 მილიარდს მიაღწია
2016 წლის 1–ლი იანვრისთვის მსოფლიოს მოსახლეობამ 7,3 მილიარდი შეადგინა. როგორც აშშ–ს მოსახლეობის აღწერის ბიური იუწყება, ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობა 78 მილიონით გაიზარდა.
პირველ ადგილზე კვლავ ჩინეთია – 1,367 მილიარდი, მეორე ადგილზე ინდოეთი – 1,252 მილიარდი. აშშ 322 მილიონით მესამე პოზიციას იკავებს, შემდეგ მოდის ინდონეზია, ბრაზილია, პაკისტანი, ნიგერია და ბანგლადეში.
რუსეთის მოსახლეობა 142 მილიონს შეადგენს და ის მეცხრე პოზიციაზეა, ხოლო იაპონია მეათე ადგილზეა.