ესპანელმა მეცნიერებმა ყავის დამამზადებელ აპარატებში ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებები აღმოაჩინეს
ესპანელმა მეცნიერებმა ყავის აპარატებში ნარჩენებს ქიმიური ანალიზი ჩაუტარეს. მეცნიერებმა კვლევის ჩატარების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ყავის აპარატებით.
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ძალზე პოპულარული Nespresso-ს ყავის ნარჩენები შეისწავლეს. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ყავის ნარჩენებში ბაქტერიები არსებობს, რომლებსაც ადამიანის ჯანრთელობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
მეცნიერებმა ბაქტერიები აღმოაჩინეს, რომლებიც ბაცილებს და აცინეტობაქტერიებს განეკუთვნება. ისინი ყავის მარცვლების ფერმენტაციის დროს წარმოიქმნება. გარდა ამისა, მეცნიერებმა ენტეროკოკის გვარის რამდენიმე ბაქტერიასაც მიაგნეს. სწორედ ეს ბაქტერიები ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სახიფათოა, რადგანაც მათ შარდის გზების დაავადების, მენინგიტის და სხვა სენის გამოწვევა შეუძლიათ.