ამერიკელმა ასტრონავტმა კოსმოსიდან დარეკა და… სხვაგან მოხვდა
ამერიკელმა ასტრონავტმა ტიმ პიკმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ კოსმოსური სადგურიდან დარეკვისას ნომერი შეეშალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პიკი მეუღლესთან, რებეკასთან დარეკვას ცდილობდა, მაგრამ სხვაგან მოხვდა.
როდესაც უცნობმა მანდილოსანმა ტელეფონს უპასუხა, როტმა მას ჰკითხა: „ალო, ეს დედამიწაა?“.
როგორც ასტრონავტმა ტვიტერში დაწერა, ის არავისთან ხუმრობას არ აპირებდა. პიკი ვერც მშობლებს დაუკავშირდა და მათ ავტომოპასუხეზე შეტყობინება დაუტოვა. ტიმ პიკი კოსმოსურ სადგურზე ნახევარი წელი გაჩერდება. ასტრონავტი მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო ექსპერიმენტებში, ასევე საგანმანათლებლო პროექტებში, რომელთა მიზანი მეცნიერებაში ახალგაზრდების ჩართვაა.