მეცნიერები მარსზე კარტოფილის მოყვანას აპირებენ
მეცნიერები მარსზე კარტოფლის მოყვანის შესაძლებლობებს განიხილავენ. ამისთვის ისინი პერუს ერთ-ერთ უდაბნოში შესაბამისი პირობების შექმნას, ანუ მარსის მსგავსი ტემპერატურის და ატმოსფერული წნევის უზრუნველყოფას გეგმავენ. ამისთვის „ნასამ“ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან კონტრაქტი გააფორმა, რათა დაედგინა, თუ როგორ „მოიქცეოდა“ კარტოფილი მარსის მსგავს პირობებში.
სავარაუდოდ, „ნასას“ სპეციალისტებს ამ ექსპერიმენტის ჩატარება მხატვრულმა ფილმმა „მარსელმა“ შთააგონათ. ფილმის მიხედვით ამ პლანეტაზე დარჩენილი ასტრონავტი კარტოფილის მოყვანის წყალობით გადარჩა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მარსის პროგრამის ფარგლებში მცენარეების მოყვანის ცდებს ატარებს, მაგრამ სხვადასხვა ორგანიზაციის დახმარება კვლევებს უფრო მრავალფეროვანს გახდის.