არქეოლოგებმა ტუტანხამონის დედობილის ვინაობა დაადგინეს

არქეოლოგები ეგვიპტის ფარაონების ჩახლართული ნათესაური კავშირების დადგენას განაგრძობენ. ბოლო კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ტუტანხამონის დედობილი მისი და იყო. ჩანაწერები, სადაც ზუსტად არის მითითებული ლეგენდარული „ბიჭი-ფარაონის“ წარმომავლობა, არ არსებობს. ცნობილია, რომ ის ფარაონი 10 წლის ასაკში გახდა, ხოლო 19 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ეგვიპტოლოგებს რამდენიმე ვერსია აქვთ – ერთ-ერთის მიხედვით ტუტანხამონის მამა – ფარაონი სმენხკარა, თავის მხროვ, ფარაონ ეხნატონის შვილი იყო, მეორე ვერსიით კი, ტუტანხამო ნი ეხნატონის შვილი იყო. ამ კვლევების მიხედვით, ტუტანხამონის დედის ვინაობაც დადგინდა. ის უცნობი ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ქალი ეხნატონის და იყო, მაგრამ ამის დამტკიცება ვერ მოხერხდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ძველ ეგვიპტეში სისხლის აღრევის გამო მკაფიო გენეტიკური ხაზების დადგენა ძალზე რთულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები