პოლონეთში უცნაური საფლავი აღმოაჩინეს (ვიდეო)

პოლონეთის ქალაქ დრავსკოში უცნაური საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ პორტალი Livescience იუწყება. არქეოლოგებმა ხუთი ჩონჩხი იპოვეს, სხეულები გარკვეული წესის მიხედვით იყო დამარხული – ყელზე ან თეძოებზე ნამგლის ფორმის რკინები ჰქონდათ დამაგრებული.
მეცნიერებმა თითოეულ ჩონჩხზე ინფორმაცია შეაგროვეს. პირველი ჩონჩხი მამაკაცს ეკუთვნოდა, რომელიც დასაფლავების მომენტში 35 – 44 წლის იყო. მეორე ნეშტი, სავარაუდოდ, 35 – 39 წლის ქალისაა, მას საფლავში ნამგალი ჩააყოლეს. კიდევ ერთი ქალი უფროსი ასაკისაა, მას ნამგალი თეძოს მიდამოში ჰქონდა დამაგრებული. მეცნიერების აზრით, დაკრძალვისას სხეულებზე ნამგლების მიმაგრების რიტუალის მიზანია დემონებისგან ცოცხალი ადამიანების დაცვა, ან პირიქით, მათი გაცოცხლების თავიდან აცილებაა.
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ სამარხები XVI – XVII  საუკუნეებით თარიღდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები