შს მინისტრი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს მიულოცავს

  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დღეს მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს პირადად მიულოცავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მესაზღვრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს, წითელ ხიდზე, სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოში გაიმართება. ალექსანდრე ჭიკაიძე და სასაზღვრო პოლიციის დირექტორი ზურაბ გამეზარდაშვილი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს პირადად მიულოცავენ. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეების და მესაზღვრეების დაჯილდოებას დაესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები და მიწვეული სტუმრები: საქართველოს შსს-ს, აშშ-ის საელჩოს, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის, გაეროს განვითარების ფონდის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საფრანგეთის, თურქეთის, ლატვიისა და უკრაინის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები