ყავა ტვინის სტრუქტურას ცვლის

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის მოხმარება ადამიანის ტვინში ცვლილებებს იწვევს.
კვლევა სტენფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში უნივერსიტეტის სპეციალისტები იმ ადამიანების თავის ტვინის მუშაობას აკვირდებოდნენ, რომლებიც ყავას სვამენ.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კოფეინის დაბალი კონცენტრაციის დროს ტვინის მოტორულ და სემატოსენსორულ კვანძებს შორის საკმაოდ ძლიერი კავშირი მყარდება, ხოლო კოფეინის დაბალი დონე მის შესუსტებას იწვევს. ამ ეტაპზე მეცნიერებს უჭირთ იმის თქმა, მოქმედებს თუ არა ყავა ტვინზე დადებითად ან უარყოფითად. მაგრამ უახლოეს მომავალში მეცნიერები აპირებენ, ამ მოვლენას იმ პაციენტებზე დააკვირდნენ და შეისწავლონ, რომლებიც ტვინის სხვადასხვა ნაწილს შორის კავშირის დარღვევით არიან დაავადებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები