სოსო ჯაჭვლიანი: მინდა ვუთხრა ქალბატონ თინას, რომ ეს განცხადება მამაჩემის ხსოვნის შეურაცხყოფაც არის!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი თავდაცვის მინისტრს განცხადებებს უწუნებს. როგორც სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, თინა ხიდაშელმა საკუთარი განცხადებებით, დეპუტატის გარდაცვლილ მამას შეურაცხყოფა მიაყენა.
„პირადად მე არასდროს დავეთანხმები იმას, რომ საქართველო ნატოში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე მიიღონ! პირდაპირ ვაცხადებ – ეს საქართველოს ღალატი იქნება! ისე, თინა ხიდაშელი ზოგჯერ ძალიან უსიამოვნო განცხადებებს აკეთებს! მაგალითად, ცოტა ხნის წინათ თქვა, ლენინგრადის ბლოკადის დროს რუსები ვირთხებს ჭამდნენო! მინდა, ვუთხრა ქალბატონ თინას, რომ ლენინგრადის ბლოკადაში მამაჩემიც იყო და მისი ეს განცხადება მამაჩემის ხსოვნის შეურაცხყოფაც არის!“ – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები