თენგიზ სიგუა: ელდარ შენგელაიას ქალებმა კინაღამ სასქესო ორგანო მოაგლიჯეს

“გამსახურდია ცოლმა დაღუპა და არა სიგუა -კიტოვანმა“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრი თენგიზ სიგუა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
თენგიზ სიგუა გამოცემასთან ზვიად გამსახურდიას დროინდელი ხელისუფლების შეცდომებს იხსენებს და აცხადებს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მისმა გარემოცვამ დაღუპა. როგორც სიგუა ამბობს, მას ეცოდება ზვიად გამსახურდია, რადგან უბედური კაცი იყო იმ ქალების ხელში. სიგუა კონკრეტულ პირებს ასახელებს, თუ რატომ ეცოდებოდა ყოფილი პრეზიდენტი.
ყოფილი პრემიერი ამ ადამიანებში გულისხმობს: „ზვიად გამსახურდიას ცოლს – მანანა არჩვაძეს, ცოლისდას – ლელე არჩვაძეს და ჯანმრთელობის მაშინდელ მინისტრს მანანა ძოძუაშვილს“, – ამბობს სიგუა.
ამასთანავე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოცემასთან კიდევ ერთ-ერთ დეტალს იხსენებს. „მანანა არჩვაძეს ე.წ. მდედრიონი ჰყავდა – გაუთხოვარ ქალთა ბრიგადა. ქალაქში დარბოდნენ და საშინელებებს სჩადიოდნენ. მაპატიეთ, მაგრამ ელდარ შენგელაიას ქალებმა კინაღამ სასქესო ორგანო მოაგლიჯეს. თვითონ ელდარმა მითხრა – ძლივს გადავრჩიო“, – აცხადებს თენგიზ სიგუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები