ალასანიას ფავორიტმა ქალბატონმა მერიაში ტენდერი მოიგო

„ირაკლი ალასანიას ფავორიტი ქალბატონი მერიაში ტენდერებს ირაკლისავე პოლიტიკური მოკავშირეების დახმარებით იგებს. აღნიშნული შინაარსის სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, თაკო ვალიშვილის „არქიტექტურული ბიურო“გახდა სწორედ გამარჯვებული თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ახლა ალასანიას ფავორიტი ქალბატონი ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებას დაიწყებს.
„თაკო ვალიშვილი „არქიტექტურული ბიუროს“ 25 პროცენტის მფლობელია. სკანდალში ის პირველად მაშინ გაეხვია, როდესაც სოციალურ ქსელებში მისი და ირაკლი ალასანიას ვიდეორგოლი გამოჩნდა. წყვილი პარიზის ქუჩებში დააფიქსირეს. ისინი ფეშენებელური სასტუმროს ადმინისტრატორთან ბედნიერი სახეებით დგანან და ნომერს იღებენ. როგორც იმ დროს პრესაში წერდნენ, თავდაცვის მინისტრმა საყვარელ ქალს ბრიუსელიდან ჩააკითხა. ალასანიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვიდეორგოლი ინტერნეტიდან ამოეღო. სკანდალის ეპიცენტრში ვალიშვილი მაშინ აღმოჩნდა, როცა გამოძიებამ ე. წ. კაბელების საქმეს მოჰკიდა ხელი. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროსა და „არქიტექტურულ ბიუროს“ შორის გაფორმებული კონტრაქტების შესწავლაც დაიწყო. დოკუმენტებს კი გრიფი „საიდუმლო“ თავად ალასანიას უწყებამ მიანიჭა. თაკოს საწარმოს თავდაცვის ბალანსზე არსებული არასაცხოვრებელი კორპუსებისთვის ჯერ რეკონსტრუქცია უნდა ჩაეტარებინა, შემდეგ კაპიტალურად გაერემონტებინა“, – წერს სტატიის ავტორი.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, ვალიშვილმა ორჯერ მოიგო თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ერთ-ერთი ტენდერის ღირებულება 100 ათას ლარსაც კი აჭარბებდა. თავად ვალიშვილის განმარტებით, ტენდერში მისმა ფირმამ გაიმარჯვა და მას ამ გამარჯვებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ოფიციალური ინფორმაციით, „ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ღირებულება 696 18,82 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები