ირაკლი შოთაძე: “ნაციონალებს” პროკურატურასთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვთ

„ნამდვილად არავინ დამპირებია მთავარ პროკურორად არჩევას“, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ ახლად არჩეულმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მთავარ პროკურორობას ვერც ვერავინ დაჰპირდებოდა, რადგან ვერავინ მისცემდა იმის გარანტიას, რომ მთელ პროცედურებს წარმატებით გაივლიდა.
„ნამდვილად არავინ დამპირებია მთავარ პროკურორად არჩევას. ვერც დამპირდებოდა, რადგან ამას ვერავინ შეასრულებდა. იმის გარანტიას, რომ მე მთელ ამ პროცედურებს წარმატებით გავივლიდი, ვერავინ მომცემდა, მით უმეტეს, ერთი წლის წინათ, მაშინ, როდესაც რეფორმა ჯერ დაწყებულიც არ იყო. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ყველას თავისი მოტივაცია ამოძრავებდა“,-განაცხადა შოთაძემ. ამასთან, მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ იგი სრულიად დამოუკიდებელი და დეპოლიტიზებულია. „მე სრულიად დამოუკიდებელი და დეპოლიტიზებული ვარ. ცხოვრებაში არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც მომავალში ვაპირებ ამ საქმიანობით დავკავდე“,- დასძინა შოთაძემ. მთავარმა პროკურორმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ თავად არ აქვთ სურვილი და მოტივაცია ვინმესთან თანამშრომლობის. „საჩივარ-განცხადებების უდიდესი ნაწილი სწორედ მათი გუნდის წევრებთან, მათ თანამოაზრეებთან არის დაკავშირებული. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსტრუქციულ ურთიერთობაზე საუბარი რთულია, თუმცა მზად ვარ ამ ფორმატისთვის“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები