ტელეკომპანია "იმედი" განცხადებას ავრცელებს

  ტელეკომპანია “იმედი” კომპანია “თი ვი ემ არის” გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამ თემისადმი ტელეკომპანიის დამოკიდებულებაზეა საუბარი. ტელეკომპანია “იმედის” განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“გვსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ტელეკომპანია “იმედის” პოზიცია კომპანია “თი ვი ემ არის” გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
როგორც ჩვენს წინა განცხადებაში აღვნიშნეთ, ჩვენ თავს უფლებას ვერ მივცემთ, ჩავერიოთ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის არსებული საგადასახადო დავაში და შევაფასოთ მისი კანონიერება და მიზანშეწონილობა.
ამავდროულად, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ტელეაუდიტორიის გაზომვებში ჩართული ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე ეჭვქვეშ დააყენებს ამ გაზომვების სანდოობას და მათით მანიპულირების რისკს მნიშვნელოვანდ გაზრდის.
როგორც ჩვენ ვხედავთ, ამ საკითხთან მიმართებით საგადასახადო ორგანოს და კომპანია “თი ვი ემ არს” კარდინალურად განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ.
სამწუხაროა, რომ სადღეისოდ არსებული მდგომარეობით, ვერ მოხერხდა საკითხის მშვიდობიანი ფორმით გადაჭრა და შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ტელეკომპანია “იმედმა”, ისევე როგორც სხვა ქართულმა ტელეარხებმა, ვერ მიიღო მონაცემები სატელევიზიო რეიტინგების შესახებ.
ეს ფაქტი და მსგავსი პრაქტიკის გაგრძელება პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ინტერესებს, ვინაიდან ის უშუალოდ აისახება სარეკლამო ბაზრის ფუნქციონირებაზე, მაუწყებლების შემოსავლებსა და, საბოლოო ანგარიშით, სიტყვის თავისუფლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში.
აქედან გამომდინარე, ამ მდგომარეობის უსწრაფესად გამოსწორება სატელევიზიო ბაზრის ყველა მოთამაშისთვის სასიცოცხლოდ აუცილებლია. სადღეისოდ შექმნილი პატური სიტუაცია აზარალებს მთელ სატელევიზიო ბაზარს და საჭიროებს უმოკლეს ვადებშიეფექტიანადგადაჭრას.
ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ჩვენი პოზიციის და მიგვაჩნია, რომ პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტიანი გზა სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებსა და კომპანია “თი ვი ემ არ”-ს შორის მოლაპარაკებაა. მისასალმებელია, რომ ამ მხრივ პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და “თი ვი ემ არ”-სა და შემოსავლების სამსახურს შორის შედგა პირველი კომუნიკაცია. ამ პროცესის საქმიანჭრილში გადაყვანასა და და შედეგზე ორინეტირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჩვენი კომპანია იმთავითვე გამოთქვამდა და ამჟამად კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას.
ამავე დროს, გვინდა მოვუწოდოთ შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ კომპანია “თი ვი ემ არ”-ის მიმართ მუქარების შესახებ არსებული ინფორმაციის ყველა დეტალი და, დამნაშავეთა გამოკვეთის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.
იმედი გვაქვს, რომ საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის ასევე გახდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინტერესის საგანი, ვინაიდან საქმე ეხება სამაუწყებლო ბაზრის და მისი ფუნქციონირების პირობების უზრუნველყოფას.
ამავე დროს, გვინდა დავძინოთ: ვინაიდან კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემამდეც სატელევიზიო რეიტინგების დათვლის პროცესში უკვე შეიქმნა პრობლემები, შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს გამოკითხვის არსებული პანელის სანდოობა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოკითხვის პანელის ეტაპობრივად სრული განახლების იდეას, რამაც ყველანაირი კითხვები უნდა მოხსნას.
მოვუწოდებთ, ყველა ტელეკომპანიას, ჩაერთოს ამ საკითხის განხილვაში, რათა საბოლოოდ, ამ გზით ქვეყანაში ჩამოყალიბდესვითარება, როდესაც გამოირიცხება სატელევიზიო რეიტინგებით მანიპულირებას ყველანაირი ალბათობა ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მხრიდან.
დასასრულ, გვინდა განვმარტოთ ჩვენი პოზიცია ტელეკომპანიების და სარეკლამო სააგენტოების ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. ჩვენთვის მეტწილად მისაღებია ის ზოგადიპათოსი, რასაც ეს განცხადება ეფუძნება.
თუმცა, იმავდროულად მასში ჩადებულია პირდაპირი მოწოდება კომპანია “თ ივი ემ არ”-ის მიმართ, საგადასახადო ორგანოს არ გადასცეს ის ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც კანონით არის სავალდებულო. ვფიქრობთ, ასეთი ტიპის მოწოდებებმა შესაძლოა კიდევ უფრო დაძაბოს საკითხისგარშემო არსებული ისედაც მძიმე ვითარება და პრობლემის გადაჭრას არსებითად შეუშალოს ხელი”,-ნათქვამია ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები