„ნასამ“ განათებული დედამიწის ფონზე ვენერის ფოტო გამოაქვეყნა
ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მიღებული პლანეტა ვენერის ფოტო გამოაქვეყნა. ეს ფოტო რამდენიმე დღის წინ იაპონელმა ასტრონავტმა კიმია იუიმმა გადაიღო. ფოტოს დიდ ნაწილს დედამიწის გამოსახულება იკავებს, რომელზეც მრავალი განათებული წერტილი ჩანს. სურათის ზედა ნაწილში კი კაშკაშა წერტილია – ეს პლანეტა ვენერაა. იაპონელმა ასტრონავტმა ვენერის ფოტო ამ პლანეტის ორბიტაზე კოსმოსური ზონდის „აკაცუკის“ გაყვანიდან რამდენიმე დღეში გადაიღო. ეს პირველი აპარატია, რომელიც ვენერის ატმოსფეროს და მის ზედაპირს შეისწავლის.