“გაზპრომი” კახა კალაძისა და ალექსეი მილერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველომ და “გაზპრომმა” გაზის ტრანზიტისა და მიწოდების საკითხებზე მსჯელობა გააგრძელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “გაზპრომი” ავრცელებს.
როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, “გაზპრომის” ხელმძღვანელს ალექსეი მილერსა და საქართველოს ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს შორის სამუშაო შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართა.
მათივე განმარტებით, მხარეებმა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტსა და კომერციულ მიწოდებებზე მსჯელობა გააგრძელეს.
შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები