ხარკოვის ერთ-ერთ მაღაზიაში აფეთქება მოხდა

უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სავაჭრო ქსელ Roshen-ის მაღაზიაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. აფეთქების ტალღამ სავაჭრო ცენტრ „დაფიში“ მინები ჩაამსხვრია.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ორგანოების, ასევე უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
Roshen-ის მაღაზიებში აფეთქებები ადრეც მომხდარა. ასე მაგალითად, 23 მაისს კიევში, ამ სავაჭრო ქსელის საკონდიტრო ააფეთქეს. მაშინაც შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები