დონალდ ტრამპი აშშ-ში მუსულმანების შესვლის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი ქვეყანაში მუსულმანების შესვლის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ მოწოდებით ტრამპი კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში სროლის შემდეგ გამოვიდა. ამ ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. მილიარდერის თქმით, მუსულმანებს სძულთ აშშ და მათ შეუძლიათ ერი დარტყმის ქვეშ დააყენონ.
პოლიტიკოსის განცხადებით, საზღვარი  მუსულმანებისთვის მანამდე უნდა ჩაიკეტოს, ვიდრე აშშ-ის ხელისუფლება არ გაერკვევა, რა ხდება. თეთრმა სახლმა ტრამპის სიტყვებს უკვე უწოდა „ქვეყნის ნაციონალური ინტერესების წინააღმდეგ მიმართული“. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, სან-ბერნარდინოში 14 ადამიანი საიედ ფარუკმა და მისმა მეუღლემ – ტაშფინ მალიკმა ჩაცხრილეს. თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ისინი სროლაში ვარჯიშობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები