გიორგი ჭირაქაძე: ყველას მართებს დაფიქრება იმაზე, რომ არ შეიძლება ეკონომიკასთან თამაში

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის თქმით, შემდეგი წელი არჩევნების წელია და ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ეკონომიკასთან თამაში არ შეიძლება. ჭირაქაძემ აღნიშნა, რომ წლევანდელი წლის განმავლობაში ტურიზმიდან შემოსული თანხები და ტურისტების შემოსვლა არ შემცირებულა.
“მე პოზიტიურად ვუყურებ იმას, რომ წლევანდელი წლის განმავლობაში ტურიზმიდან შემოსული თანხები და ტურისტების შემოსვლა არ შემცირებულა და გაიზარდა კიდეც. არის დადებითი ტენდენციები, მაგრამ მე პირადად სიტუაციას ფრთხილად ვუყურებ, რადგან შემდეგი წელი საარჩევნოა. ყველას მართებს დაფიქრება იმაზე, რომ არ შეიძლება ეკონომიკასთან თამაში. მესმის, რომ საკმაოდ ცხელი პერიოდი იქნება. ამის მუხედავად, ბიზნესი გააგძელებს ინვესტიციებს”, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ 2016-ს საკმაოდ იმედიანად უყურებს. “კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს მეზობლებთან. მე არაერთხელ მისაუბრია, რომ ჩვენს მეზობლებში სიტუაციის დასტაბილურება და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენს ქვეყანაზე პირდაპირ აისახება. მე პოზიტიურად ვარ განწყობილი”, – აღნიშნა ჭირაქაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები