„პატრიარქს თუ შეწყალების უფლება ექნება, მაშინ პრეზიდენტს მიანიჭონ ზიარების უფლება“

პატრიარქს თუ შეწყალების უფლება ექნება, მაშინ პრეზიდენტს მიანიჭონ ზიარების უფლება საუფლო დღესასწაულებზე მაინც და გასწორდება კართაგენი, – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში წერს.
ვრცელი სტატიით გაზეთის ჟურნალისტი შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების ინიციატივას ეხმაურება.
“შეწყალების საკითხთა კომისიის წევრი იყო და არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და არანაირი საჭიროება არ არსებობს, პატრიარქმა შეწყალების უფლება წაიღოს. დიდი პატივისცემის მიუხედავად, ის ქვეყნის უმაღლეს სასულიერო პირს წარმოადგენს და მისი უფლებაა, შეუნდოს და აპატიოს დამნაშავეს, ჩვენ – ყველა მისი სულიერი შვილები ვართ და თუკი ამ ბერკეტს ის ხელში აიღებს, მაშინ ავასრულოთ პატრიარქის ოცნება და დავანგრიოთ ციხეები, რაღა საჭიროა ციხე, თუკი პატრიარქი ისედაც ყველა დამნაშავეს, განსხვავებით დანაშაულის სიმძმისა, ისედაც იწყალებს და ცოდვებს პატიობს?! და კიდევ, პატრიარქს თუ შეწყალების უფლება ექნება,მაშინ პრეზიდენტს მიანიჭონ ზიარების უფლება საუფლო დღესასწაულებზე მაინც და გასწორდება კართაგენი“, – წერს “კვირის ქრონიკა“ .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები