ინესა მერაბიშვილის „შეხვედრა ლორდ ბაირონთან“
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ინესა მერაბიშვილის წიგნი „შეხვედრა ლორდ ბაირონთან“ გამოიცემა. წიგნი, რომელშიც გაერთიანდება ბაირონის ლექსების ქართულენოვანი თარგმანები და სამეცნიერო კვლევა ბაირონის შესახებ, 23-28 ივნისს, საქართველოში ბაირონის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამოიცემა და ფორუმის 15-მდე სხვადასხვა ქვეყნის უცხოელ მონაწილეებს სასაჩუქრედ გადაეცემათ. ბაირონის თარგმნა საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო, პირველ ქართველ მთარგმნელთა შორის იყვნენ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში.