ლავროვი: ყირიმის შემოერთების პროცესი 23 მარტს დასრულდება
ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იურიდიული პროცესი 23 მარტს დასრულდება,- ამის შესახებ კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შეთანხმებას ხელი 18 მარტს მოეწერა.
ყირიმის რეფერენდუმის ოფიციალური მონაცემებით, ყირიმელების 96%-ზე მეტმა მხარი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა. ამის პარალელურად უკრაინის ხელისუფლებამ გარანტორ ქვეყნებს კიდევ ერთხელ მიმართა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში დახმარება სთხოვა.