“მიზნის მისაღწევად სააკაშვილმა უკრაინის პრემიერზე თვალთვალიც კი დააწესა”

“საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, უკრაინის ხელისუფლების ოპოზიციაში აპირებენ გადასვლას”, – ამის შესახებ გაზეთ „ახალ თაობას“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ტრისტან წითელაშვილმა განუცხადა.
როგორც გამოცემასთან საუბრისას წითელაშვილი ამბობს, სააკაშვილი აღარ მალავს, რომ უკრაინის პრემიერობა უნდა.
„სანამ ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნებოდა, ის პოროშენკოს მრჩეველი იყო. მაშინ საკვანძო თანამდებობებზე თავისი ხალხი დანიშნა, თან ისეთ სამსახურებში მოაწყო, საიდანაც ყველაზე მოაგროვებდა ინფორმაციას. მისი განსაკუთრებული სამიზნე არსენ იაცენიუკი იყო. იაცენუკთან ერთადერთი უთანხმოება მას იმაზე აქვს, რომ მისი ადგილის დაკავება სურს.
მასზე უამრავი ინფორმაცია მოაგროვა და ცდილობდა, რამეში გამოეჭირა. თავისი მიზნის მისაღწევად მან უკრაინის პრემიერზე თვალთვალიც კი დააწესა.ზუსტად ისე, როგორც აქ უთვალთვალებდა თავის ოპონენტებს. ზუსტად ისევე დაუწყო იაცენიუკს თვალთვალი. ამაში მას საკმაოდ დახელოვნებული ხალხი ჰყავს. ეს ადამიანები სააკაშვილმა უკრაინაში წაიყვანა, ისინი უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ პრემიერს, მაგრამ მიშა გამოიჭირეს და ეს გეგმაც ჩაუვარდათ“, – ყვება წითელაშვილი.
მისივე თქმით, თუ სააკაშვილი უკრაინელებსაც აიყოლიებს, მაშინ რაღაც შანსები ჰქონია.
„მაგისი რეფორმებისგან ყველა ქვეყანა ღმერთმა დაიფაროს. სააკაშვილის რეფორმა, იცით, რა არის – წამება და კაცების გაუპატიურება. ამას უკრაინელები არ დაუშვებენ. თუმცა მან პიარტექნოლოგიები კარგად იცის და, შესაძლოა, უკრაინელი პოლიტიკოსებიც აიყოლიოს.
არ დაუჯეროთ, შანსები მაგას არა აქვს. მას გვერდით ხელისუფლებაზე განაწყენებული რამდენიმე პირი დაუდგება. უკრაინაში „ნაციონალებს“ აღარავინ გააჩერებს.
სააკაშვილი აქ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მაგარი იყო, თორემ უკრაინაში, ვაშაძისა არ იყოს, ცუციკივით არის. მეტსაც გეტყვით, ის არის საერთაშორისო ცუციკი და გულსატკენია, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას თითებს უქიცინებს. მალე საქიცინოდ აღარ ექნება საქმე. მას სასამართლოს წინაშე წარადგენენ”, – დასძინა „ახალ თაობასთან“ საუბრისას წითელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები