ექსპერტი ლევან ჩაჩუა ზურაბ ჟვანიას საქმეზე პროკურატურაში იკითხება

  ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით ექსპერტი ლევან ჩაჩუა იკითხება, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ექსპერტი ლევან ჩაჩუა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე იკითხება. მთავარ პროკურატურაში ჩაჩუას დაკითხვა ერთი საათის წინ დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსოპოვის ცხედრებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ ჩაუტარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები