მეცნიერებმა ქორწინებისთვის ყველაზე უიღბლო წლები დაადგინეს
წყვილები, რომლებმაც 1986 და 1988 წლებში იქორწინეს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ერთმანეთს გაეყრებიან. ასეთი დასკვნა გამოიტანეს ბრიტანული Marriage ცენტრის ექსპერტებმა დიდ ბრიტანეთში სტატისტიკური მონაცემების შესწავლის საფუძველზე. ამის შესახებ გამოცემა „ინდეფენდენთი“ იუწყება. ორგანიზაციის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ ქორწინებების 44 პროცენტი გაყრით დასრულდება.
კიდევ ერთი წარუმატებელი წელი ქორწინებისთვის 1991 აღმოჩნდა. სტატისტიკის მიხედვით, წყვილების 10 პროცენტი ერთმანეთს პირველი ხუთი წლის განმავლობაში გაეყარა.
ორგანიზაციის კვლევების მიხედვით ასევე დადგინდა, რომ დიდ ბრიტანეთში გაყრის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა და მან პიკს 2008 წელს მიაღწია, როდესაც ამ ციფრმა 38,3 პროცენტი შეადგინა. ამასთანავე, იმ ადამიანების გაყრის ალბათობა, რომლებმაც 2012 წელს იქორწინეს, 38,4 პროცენტს შეადგენს.