უკრაინა დსთ-ს ტოვებს
უკრაინა დსთ-ს წევრობაზე უარს ამბობს და თანამეგობრობიდან გამოსვლის პროცესს იწყებს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის ანრდეი პარუბის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინა აღარ დარჩება დსთ-ს შემადგენლობაში. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და იწყება პროცესი თანამეგობრობის დატოვებისათვის“,- განაცხადა ანდრეი პარუბიმ.