არქიტექტურული კონკურსი სტუდენტებისთვის
20-21 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი უმასპინძლებს ბერნის (შვეიცარიის) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (არქიტექტურის, მერქნისა და მშენებლობის ფაკულტეტი) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი) ერთობლივ პროექტში – „ადგილობრივი ხელისუფლებისათვის სოციალური საცხოვრისის სფეროში ტექნიკური ექსპერტიზის გაზიარება“. სემესტრის ბოლოს მოეწყობა არქიტექტურული კონკურსი, რომელში გამარჯვებული პროექტიც გადაეცემა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს შემდგომი რეალიზაციისათვის. დაგეგმილია ილიას უნივერსიტეტის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტების სტუმრობა ბათუმში და საპროექტო უბნის ადგილზე დათვალიერება.