კიევი ყირიმიდან მოქალაქეებს გაიყვანს
უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ყირიმიდან უკრაინის იმ მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნა არ სურთ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის ანდრეი პარუბის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მინისტრთა კაბინეტს დაევალა, შეიმუშავოს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკიდან მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი, რომლებიც არ ისურვებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენას”, – განაცხადა პარუბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. პარუბის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და შეიარაღებულ ძალებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული საბრძოლო მზადყოფნა დაევალათ.