“პატრიარქს კარგად ესმის, რომ პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკურ ლიდერად გახდომის არანაირი რესურსი არ აქვს”

პატრიარქს ყველაზე კარგად ესმის, რომ პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკურ ლიდერად გახდომის არანაირი რესურსი არ აქვს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს და აბსურდს უწოდებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ “პაატა ბურჭულაძის უკან პატრიარქი დგას“.
“ეს არის სრული აბსურდი, პატრიარქი ყველა ქართველის პატრიარქია, მაგრამ ბურჭულაძეს, მისი დამსახურებების გამო, სხვებზე ხშირად თუ ხვდება, ეს არანაირად ნიშნავს იმას, რომ მისი უწმინდესობა ბურჭულაძის პოლიტიკურ ამბიციებს მხარს უჭერს!. ვის-ვის და პატრიარქს ყველაზე კარგად ესმის, რომ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ ლიდერად გახდომის არანაირი რესურსი არ აქვს“,-აცხადებს მანჯავიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები