ტერაქტი კამერუნში – არასრულწლოვანმა გოგონებმა თავი აიფეთქეს

კამერუნში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ტერაქტები არასრულწლოვანმა გოგონებმა მოახდინეს.
მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა თვითმკვლელმა მცირეწლოვანმა ტერორისტმა გოგონამ თავი ხალხმრავალ მაღაზიაში აიფეთქა, მეორე გოგონა კი ერთ-ერთ ოჯახს თავს დაესხა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ტერაქტებზე პასუხისმგებლობას ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ აკისრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები