ესპანეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს

ესპანეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს. ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ბარსელონასა და გრანოსლეში ჩატარდა. ძალოვანებმა წარმოშობით მაროკოელი 2 მამაკაცი და 24 წლის ესპანელი ქალბატონი დააკავეს.
ესპანეთის შსს-ს ინფორმაციით, სამივე ეჭვმიტანილი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ახალი წევრების მოზიდვაზე მუშაობდნენ და გადაბირებულ ექსტრემისტებს სირიასა და ერაყში აგზავნიდნენ. სხვა დეტალებს უწყება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ახმაურებს.
დაკავებულებს ბრალი უვე წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები