ნიგერიაში ტერაქტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ტერაქტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. როგორც უცხოური მედია იუწყება, თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტების რელიგიურ ცერემონიაზე გუშინ აიფეთქა თავი. წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა მისი დაკავება სამართალდამცველებმა სცადეს.
ნიგერიაში თავდასხმებს დაჯგუფება “ბოკო ჰარამი” ახორციელებს, რომელიც ქვეყანაში შარიათის დაწესებისთვის და ისლამური სახალიფოს შექმნისთვის იბრძვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები